ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შეგნებულად, ხშირად გადადიან ნასვამ მდგომარეობაში, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში?“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ გინტურზე

დღეს გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვდა.

„ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, რეალობაა, რომ ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში, არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს. რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში, იმისთვის, რომ ადამიანმა კანონი უნდა დაიცვას და არ უნდა წავიდეს. მათ რა ჰგონიათ, საკუთარი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვეკუთვნით, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რაზმაძემ „TV მონიტორინგთან“ ინტერვიუში 6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

„რამდენი ვიღაცა დალევს, მერე მოუნდება იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი…“, – თქვა მან.

იტვირთბა....