„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკომიის გადაწვეტილებაზე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის განცხადების შესახებ, კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის ქრისტიანობა და ქრისტე არის ჭეშმარიტება. საქართველოს ეკლესიას უდიდეს პატივს ვცემ, პატრიარქსაც მათ შორის, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია, გვქონდეს განსხვავებული პოზიცია და საკუთარი აზრის ქონა ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია დანაშაულად. როგორც უნდა გაყიდოს ხელისუფლებამ და უფრო მეტიც, ფარისევლობა მგონია, პატრიარქის სახელს ამოფარება. პოლიტიკურ დისკუსიებში პატრიარქის სახელის შემოტანა არის ფარისევლობა და ქრისტიანული ტრადიციებისთვის მიუღებელი. რეკომენდაციების შესრულების ნაწილში შესაძლებელია, პატრიარქი არ ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაციას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, ილია მეორემ ევროკომისიის დასკვნის შესახებ თქვა: „ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.