გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთს წარმომადგენელი არ აირჩიეს. საბჭოთა და რუსი მოსამართლეები გაეროს სასამართლო სისტემაში 1946 წლიდან მუშაობენ. ამგვარად, პირველად საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან წარდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი და რუმინელი – ბოგდან აურესკუ. გაიმარჯვა აურესკუმ, რომელსაც გენერალური ასამბლეის 117 წევრმა მისცა ხმა, რუს კანდიდატს მხოლოდ 77 ხმა ჰქონდა.
გევორგიანი 2015 წლიდან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო, ის მეორე ვადით იყრიდა კენჭს.