ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქართველომ 2024 წლისთვის 5 და 8 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები უნდა დასაჯოს – ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიის ანგარიშიის მიხედვით, ერთ-ერთი რეკომენდაცია 5 და 8 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯაა.

„საქართველომ მომავალ წელს უნდა გამოიძიოს და დასაჯოს 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს Tbilisi Pride-ზე მომხდარ ძალადობის ორგანიზატორები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენები ნახსენებია დოკუმენტის გამოხატვის თავისუფლების ნაწილშიც. მომავალ წელს შესასრულებელ სამ კონკრეტულ ნაბიჯს შორის ერთ-ერთია:

„საქართველომ მომავალ წელს უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ასევე სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი მონიტორინგი ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევებზე, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე ძალადობის წამქეზებელთა მიმართ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ ორგანიზატორები კვლავ თავისუფალი არიან.

„2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელნი არიან. დაზარალებულად აღიარებულია 60 ფიზიკური პირი (მათ შორის 48 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი) და ერთი იურიდიული პირი – „თბილისი პრაიდი“. პროკურატურამ ძალადობაში მონაწილეობისთვის 31 პირს ბრალი წარუდგინა; 14 ბრალდებულის საქმის წარმოება დასრულდა. რაც შეეხება ძალადობის ორგანიზატორებს, გამოძიება ოფიციალურად ამ დრომდე გრძელდება. საანგარიშო პერიოდში არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მომხდარა. საქართველო სასწრაფოდ უნდა დააკვირდეს ამ შემთხვევებს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობის მონაწილეები და წამქეზებლები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....