გუშინ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
„მეტრონომი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა თემაზე – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, განაწყობს თუ არა ის ქართველი ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს დადებითად ხელისუფლებისადმი?
[su_quote] საერთოდ, მე არ მიმაჩნია, რომ ბიძინა დამარცხება სახელმწიფოს ამოცანაა. სახელმწიფოს სხვა ამოცანები აქვს. მისი ამოცანაა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ღირებულებათა სისტემის ბაზაზე, მივაღწიოთ ევროინტეგრაციას და ქვეყანაში იყოს დემოკრატია და კეთილდღეობა. ბიძინას დამარცხება თავისთავად თვითმიზანი არ შეიძლება იყოს. ბიძინასთან ჩვენ პრეტენზია ის კი არ გაქვს, რომ ცუდი კაცია, არამედ ის, რომ მას არასწორი მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა. თუ სწორი მიმართულებით წავა, სტატუსს მივიღებთ და ა.შ. , იყოს ეს ბიძინი, ბოლობოლო.
მე იმის თქმა მინდა, რომ თვითმიზანი არა ბიძინას დამარცხება, არამედ ქვეყნის შეცვლა, სწორ კალაპოტში ჩასმა. ეს მოხდება ბიძინასთან ერთად თუ სხვასთან, ცალკე საკითხია.
თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ შინაარსობრივად სტატუსის მიღებისკენ არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ეს რეკომენდაცია ჩვენ, გარკვეულწილად, ავანსაც მივიღეთ.
ზოგადად, ამა თუ იმ პოლიტიკოსზე ხალხი არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით, თუ რა აქვს მაცივარში და რამდენად თავისუფალია. ანუ ორი მთავარი ფაქტორია – კეთილდღეობა და თავისუფლება.
შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლება გუშინდელი გადაწყვეტილება ერთჯერად გამარჯვებად გამოაცხადოს, ეს შედეგი ისე მივიღეთ, ამისთვის არაფერი გაგვიკეთებიაო, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ შეცვლის ამომრჩევლის დამოკიდებულებას „ქართული ოცნებისადმი“. მთავარია, ეს ყველაფერი შინაარსით შეივსოს. ამისთვის იმ 9 დათქმის შესრულებაა საჭირო, რათა ევროკავშირის პოლიტიკასთან სინქრონიზაცია მოხდეს.
ამასთან, კანდიდატის სტატუსი თავისთავად რას იძლევა? 19 წელია, თურქეთი კანდიდატია, მაგრამ მერე რა, შეიცვალა რამე?
თანაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ, რომ ჯერ სტატუსი არ მიგვიღია. ეს, სავარაუდოდ, დეკემბერში უნდა მოხდეს. მანამ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ამაშია პრობლემა. კი, გუშინდელი რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჰოპლა მაშინ უნდა დავიძახოთ, როცა გადავხტებით. [/su_quote]
– განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.