ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მწვანე შუქის ანთება მკაცრი დათქმებით” – სალომე სამადაშვილი ბრიუსელიდან

„ლელოს“ წევრი, დიპლომატი სალომე სამადაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბრობს.

„ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება, რომ პირობების დათქმით გაიცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და სავარაუდოდ, სწორედ ეს ანგარიში გამოქვეყნდება დღეს. თუმცა ეს იქნება მკაცრი პირობების დაწესების თანხლებით კანდიდატის სტატუსზე მწვანე შუქის ანთება ევროკომისიის მხრიდან. ამ პირობებში შევა არა მხოლოდ დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად სამართლიანია და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ პოლიტიკასთან“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....