უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
„ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში მსუბუქად და მხიარულად გადატანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.