ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ბედი ისევ გაურკვეველია

2 დღის წინ, ოკუპანტების მიერ გატაცებული 33 წლის ლევან დოთიაშვილის ბედი ისევ გაურკვეველია.

„დაიჭირეს და წაიყვანეს, სხვა რა. ერთი მოკლეს, მეორე წაიყვანეს. სხვა რა გავიგეთ. ერთმა მითხრეს, წითელი ის ეცვა (ზედა) და წაიყვანესო, დანარჩენი არაფერი. ერთი მაგით ვარ დარწმუნებული რომ ცოცხალი არის, რომ თავისი ფეხით წაჰყვა. დანარჩენი არაფერი არ ვიცი“, – ამბობს დოთიაშვილის მამა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

იტვირთბა....