ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას, უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ დღეს წამოსადგენ დასკვნაზე ისაუბრა.

„უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოებაში უკვე დიდი გზა გაიარა და ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“, – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

იტვირთბა....