ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვირჩევ თავისუფლებასაც და სამშობლოსაც” – ნიკა გვარამია

“მე ვირჩევ თავისუფლებასაც და სამშობლოსაც”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია Irish Times-თან ინტერვიუში საუბრობს. სტატიაში ნიკა გვარამია სამომავლო გეგმებზეც საუბრობს – “მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ პოლიტიკური ბრძლისთვის მზადაა.

ვრცელ სტატიაში ნიკა გვარამიას პატიმრობაზეცაა საუბარი – როგორც გამოცემა დასავლურ ქვეყნებზე დაყრდნობით წერს, მას თავისუფლების 3,5 წლით აღკვეთა მმართველი პარტიისა და მთავრობის კრიტიკის გამო მიუსაჯეს.

“საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გულწრფელ ჟურნალისტსა და ტელევიზიის დამფუძნებელს 2022 წელს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ საქმეზე, რომელიც ბევრმა დასავლურმა დედაქალაქმა და მედიის თავისუფლების ჯგუფმა ეს მთავრობისა და მმართველი პარტიის “ქართული ოცნება” კრიტიკისთვის სასჯელად მიიღო.

გასული წლის მაისში მისი პატიმრობა ევროკავშირის გადაწყვეტილების ფაქტორი იყო ერთი თვის შემდეგ, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც თბილისს რეფორმების გატარებასა და დასავლეთთან კავშირში დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ.

გვარამია, ახლა, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, თავისუფალია და ეს [პრეზიდენტის გადაწყვეტილება] მმართველმა პარტიამ მაშინვე დაგმო. მაგრამ მან არ იცის, დაარწმუნებს თუ არა ის [მისი შეწყალების ფაქტი] ევროკომისიას, შესთავაზოს [ევროკავშირს] საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკუთარ მოხსენებაში – მას არ სჯერამ რომ მთავრობას, რომელსაც პრორუსულს უწოდებს, ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად სურს.

“მათ ეს არ უნდათ. რუსეთი არ უშვებთ. მსგავსი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები არა აქ, არამედ მოსკოვში მიიღება”, – ამბობს ნიკა გვარამია. ის თავის პატიმრობას აღწერს, როგორც გაცხადებულ საბოტაჟს ევროკავშირის მისამართით, “ქართული ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის, მაგნატი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ერის დე ფაქტო მმართველია.

გვარამიას მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” თავის წარმოჩენას პროევროპულ პარტიად ცდილობს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ასევე, მოქმედებს ისე, რომ გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობას ურთიერთობების შენარჩუნების საშუალებას მისცემს როგორც ბრიუსელთან, ისე მოსკოვთან; ევროკავშირს კი წევრობის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და თავიდან იცილებს უზარმაზარ პროტესტს, რომელმაც ამავე საკითხთან დაკავშირებით უკრაინაში 2013-14 წლებში იფეთქა.

ნიკა გვარამიას თქმითვე, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები “ერთგვარი რეფერენდუმი” უნდა იყოს იმის შესახებ, საით წავა საქართველო, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ. ის, სავარაუდოდ, ბრძოლის ეპიცენტრში იქნება. “შესაძლოა, ახალ პარტიასთან ან სხვადასხვა პარტიისა და ხალხის გაერთიანებასთან” ან თუნდაც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, “თუ ის მზად იქნება განახლებისთვის და ფუნდამენტური რეფორმებისთვის”.

“ზუსტად ვიცი, რომ ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს ნაცრისფერ ზონაში დატოვება”, – ამბობს ის და თავის 3,7 მილიონიან ქვეყანას “არა ცუდი მმართველობის, არამედ ავტორიტარიზმის მსხვერპლს” უწოდებს. “ქართველები არ ვართ პროევროპელები, ჩვენ ევროპელები ვართ… საქართველოში პრორუსული ხელისუფლების არსებობა ჩემთვის ტრაგედიაა და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ”.

მიუხედავად იმისა, რომ მან ერთი წელი გისოსებს მიღმა გაატარა და ახლა საკუთარი ოჯახის წევრების დასაცავად დაცვა ჰყავს დაქირავებული, გვარამია ამბობს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის ყველანი მზარ არიან, განსაკუთრებით მისი მეუღლე სოფია ლილუაშვილი, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიას ხელმძღვანელობდა. “მე აბსოლუტურად არაფრის მეშინია. ჩემს ოჯახს არანაირი დათქმა არ აქვს”, – ამბობს ის.

“ჩემი პატიმრობის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მძიმე ნაწილი ჩემს ოჯახს ეხებოდა… ახლა, ჩემს ცხოვრებაში პირველად, ჩემს მეუღლეს უნდა, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე – ის ყოველთვის მკაცრი იყო, მაგრამ მას ახლა ყველაფრის შეცვლა სურს”, – განმარტავს გვარამია.

“მე არასდროს დავტოვებ ჩემს ქვეყანას. მე მიყვარს თავისუფლება და მიყვარს ჩემი სამშობლო და უარს ვამბობ მათ შორის არჩევანის გაკეთებაზე. მე ვირჩევ თავისუფლებასაც და სამშობლოსაც”, – ამბობს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....