ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას” – ლიეტუვას საგარეო

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორე მოქალაქის გატაცებას. რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება” – წერია განცხადებაში.

FM @GLandsbergis : „We strongly condemn the killing of a Georgian citizen & the abduction of another in the Tskhinvali region by the Russian occupation forces. The Russian occupiers will continue to kill until the territorial integrity of GE, as well as of UA, is fully restored.“
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში – როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

იტვირთბა....