ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანქცირებული რუსი ოლიგარქი სებ-ის და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ – ალიშერ უსმანოვი მილიონებზე წვდომის აღდგენას ცდილობს

სანქცირებული რუსი ოლიგარქი საქართველოს ეროვნული ბანკისა და “ლიბერთი ბანკის” წინააღმდეგ. პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ქართულ საბანკო სისტემას ანგარიშებბის გაყინვის გამო უპირიპირდება.

ირკვევა, რომ “ლიბერთი ბანკი” დასავლეთის ხისტ შეზღუდვებს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ალიშერ უსმანოვი დასავლეთმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაასანქცირა.

ბიძინა ივანიშვილის პირველი ბიზნესპარტნიორი, რომელიც, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში წარმატებით იყენებდა ქართულ საბანკო სისტემას სანქციებისგან თავის ასარიდებლად უკმაყოფილოა და სასამართლოს გზით ცდილობს საკუთარ მილიონებზე წვდომის აღდგენას.

იტვირთბა....