ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 საათზე ნაკლები ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე – პრეზიდენტი აქციისთვის ემზადება

კანდიდატის სტატუსის ბედი სულ რამდენიმე საათში გაირკვევა. ხვალ შუადღისთვის ბრიუსელი ოფიციალურად განაცხადებს, აძლევს თუ არა საქართველოს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე. დოკუმენტი მზადაა, თუმცა გასაიდუმლოებულია და მთავარი, რაზეც მისი შინაარსია დამოკიდებული, არის რეკომენდაციების შესრულების დონე – ანუ საქართველოს პროგრესი რეფორმების გზაზე. თბილისში ყველას საკუთარი მოლოდინი აქვს – “ქართული ოცნება” ისევ პროპაგანდისტულ მანქანას ამუშავებს, ოპოზიცია ქართველი ხალხის დამსახხურებაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტი კი აქციას აანონსებს.

იტვირთბა....