ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ხვალ სილა უნდა გააწნას ევროპამ რუსეთს, რუსულ ოცნებას და კანდიდატის სტატუსი მოგვცეს“ – ანა წითლიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:

“კირბალმა წააგო გუშინ რუსეთთან ომი… საუკეთესო ადამიანი მოგვიკლეს” – ძალიან მძიმე მოსასმენია ეს სიტყვები.

გინტურის და ოკუპანტების მიერ მოკლული და ტყვედ აყვანილი ქართველი ბიჭების გამო, ხვალ სილა უნდა გააწნას ევროპამ რუსეთს, რუსულ ოცნებას და კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

 

მერე ჩვენ უნდა ვქნათ შეუძლებელი და შესაძლებელიც და რუსული ხელისუფლება მივიშოროთ“ – წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა. მისი თანმხლები პირი ლევან დოთიაშვილი გატაცებულია.

იტვირთბა....