ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსული მშვიდობა” კლავს – ენმ-ს აქცია ქუთაისში

„რუსული მშვიდობა კლავს“, მადლობა „რუსული მშვიდობისთვის“, ასეთი ბანერებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად ქუთაისში, სუს-ის შენობასთან კირბალში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აქცია გამართა.

“150 წლის წინ ეს შენობა ქუთაისისთვის ასოცირდებოდა ოკუპაციასთან. დღესაც სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც ეს შენობა ასოცირდება ოკუპაციასთან, მორჩილებასთან. თუ არჩევანს აკეთებ ბრძოლასა და სირცხვილს შორის, ფსონს დებ სირცხვილზე, აუცილებლად მიიღებ ომს, ამ ეტაპს გავდივართ ახლა სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია ფსონი დადო სირცხვილზე და ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ფსონი და დავასრულოთ „რუსული ოცნების“ მმართველობა.“ – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

იტვირთბა....