ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2008 წლის ომის მონაწილეა, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც” – თამაზ გინტურის ძმა

“ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც” – ამბობს კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური. მან ჟურნალისტებთან მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ძმას, 2008 წლის ომის მონაწილეს, რუსები ეძებდნენ.

მისივე თქმით, თამაზ გინტურს ოკუპანტებმა ზურგში ორი ტყვია ესროლეს:

“ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ” – ამბობს ნიკოლოზ გინტური

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

იტვირთბა....