ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უპასუხისმგებლო, უსამართლო, ანგაჟირებული..” – ვოლსკი

გაეროს წარმომადგენლის კრიტიკული შეფასებით გაღიზიანებული გია ვოლსკი მის წარმომადგენელს თავს ესხმის და ანგაჟირებულ, უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. ვოლსკის ეჭვი აქვს, რომ მერი ლოლერი ვიღაცის “ზემოქმედებით მოქმედებს”:

“ეს არის გამაოგნებელი, რბილად რომ ვთქვათ, თავისი უპასუხისმგებლობით, უსამართლობით, რაც მოვისმინეთ გაეროს წარმომადგენლისგან. გაერო საეროდ ამ პოლიტიკურ თემებში განცხადებებს არასდროს არ აკეთებდა ეტყობა სპეციალური ამოცანა აქ წინ დასმული. არ ვიცი ვისი ზემოქმედებით მოქმედებს… როგორ შეიძლება ადამიანმა სუს-ზე ილაპარაკოს მაშინ, როცა საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, 10 დღეა აქ იმყოფება. ან რაში შეამჩნია მისი პოლიტიზირება, ან რა მაგალითი მოიყვანა. აქედან გამომდინარე, ანგაჟირებული განცხადება, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს” თქვა ვოლსკიმ.

გაეროს წარმომადგენელმა 10 დღიანი ვიზიტის შემდეგ ანგარიში წარადგინა და თქვა, რომ სუს-ის შეთქმულების თეორიების განვითარება ე.წ. გადატრიალების შესახებ არის ტყუილი და მანიპულაცია. მისივე თქმით, უნდა შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ლოლერმა 5 ივლისის ძალადობის წამხალისებლად “ქართულ ოცნებას” დაასახელა.

იტვირთბა....