ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაერო-ს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით” – ვოლსკი

გაერო-ს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ გამაოგნებელი განცხადება თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავის უპასუხისმგებლობით და უსამართლობით რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად. პირველ რიგში, გაეროში ეტყობა არ ყოფილა, ან გაეროს შენობაში, სადაც ჟურნალისტებს ერთი ადგილი აქვთ მიჩენილი და ვისაც გადაწყვეტს ქვეყნების ჯგუფი, ის მიდის და აკეთებს კომენტარს. არავის უნახავს, რომ ვინმე გაეროს დერეფნებში დასდევდნენ მის წარმომადგენლებს.
როგორ შეიძლება მშვიდობიანი უწოდო დემონსტრაციას, სადაც ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ შეიძლება სუს-ზე ილაპარაკოს ადამიანმა, როცა საერთოდ წარმოდგენა არ აქვს – 10 დღეა აქ იმყოფება ან რაში შეამჩნია პოლიტიზება, ან რა მაგალითო მოიყვანა, აქედან გამომდინარე გაკეთებულ იქნა ანგაჟირებული, ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომელიც არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით” – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....