კირბალში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გოგი აბალაკი „მთავარ არხთან“ გუშინ, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბრობს.
აბალაკის თქმით, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, თავისივე მანქანაში ჩააგდეს, თუმცა მიახლოების საშუალებას არც პოლიციას და არც იქ მყოფებს აძლევდნენ.
„ლომისაში ავიდეთ სანთლები ავანთოთო… საიდან გამოჩნდნენ რუსები მენახირეებმაც ვერ დაინახეს, ხევი არის, იქა ყოფილა 48 კაცი, რუსი. გზა გაჰყავდათ, გასროლის ხმაზე, რომ მოკლეს, მანქანაში ჩააგდეს თვითონ, მკვდარი არ იყო ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვიშვებდნენო. 5-ჯერ ესროლეს“, – განაცხადა გოგი აბალაკი.
წყარო: „mtavari.tv“