გუშინ რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს 1 მოქალაქე გაიტაცეს, 1 კი მოკლეს.
გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამამ „მთავარ არხის“ ინტერვიუ მისცა. ის გატაცების დეტალებზე საუბრობს.
„ჩამოათრიეს რუსებმა თვითონ, ჩვენ საზღვარზე გადმოიტანეს და წაიღეთ, მოაშორეთ, წაიყვანეთ მანქანაო. აბა ვინ გამიშვა, გავრბოდი და დამიჭირეს და არ გამიშვეს რომ მენახა, თორემ შეიძლება ცოცხალიც იყო ის ბიჭი. ჩემი მეგობარი იყო ისიც. დარეკვით, ჩემ ბიჭს დაარეკინეს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში, რომ დაჭრილი არის და წაიყვანეთ, მიხედეთო, ჩემმა ბიჭმა. ჩემი ბიჭი, დაინახეს, რომ წითელი ეცვა და ეგრე გადაატარეს, ესე იგი, ჩემ ბიჭს არაფერი დაზიანება არ აქვს“, – ამბობს გატაცებულის მამა.
ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქე 2008 წლის ომის ვეტერანი, თამაზ გინტურია.
წყარო: „mtavari.tv“