ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება არის ქართული სახელმწიფოს კატასტროფა“ – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალური ქსელით რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა.

„თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება კირბალში, ანუ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანური ტრაგედიის გარდა, არის ქართული სახელმწიფოს კატასტროფა. ხელისუფლება კი, რომელიც ასე იქცევა, არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის უზარმაზარი საშიშროება“, – წერს ის.

იტვირთბა....