„ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა.
„გუშინდელი ტრაგედია იყო კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, ვისაც რაიმე სხვა აზრები აწუხებს, რომ საქართველოს მტერია რუსეთი, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს აქვს საქართველოში დაუსრულებელი ომი გაჩაღებული და ეს ომი იწირავს ჩვენს უდანაშაულო მოქალაქეებს. ზუსტად ამისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა, რუსული ოკუპაციისგან, რუსეთის განგრძობადი ომის საფრთხეებისგან, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ევროინტეგრაცია და ნატოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი. “ოცნება” იქნებ ასეთმა საზარელმა ტრაგედიებმა მაინც გამოაფხიზლოს და გაარკვევინოს ვინაა მტერი და მოყვარე საქართველოსი და ქართველი ხალხის,”- განაცხადა უსუფაშვილმა.