ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “უსაფრთხოების სამსახური” სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას ეხმაურება.
მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
„მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო “კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს”.