ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გინტურის მკვლელობა არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აცხადებს სახ. დეპი.

იტვირთბა....