ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“ – მელია

“დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

“მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი. თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის, ეს ნამდვილად ვიცი. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს. დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს. დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“ – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....