ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი” – სარჯველაძე

ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ამ შეხედულებას არ იზიარებს და თვლის, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....