ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

31 ოქტომბერს სავარაუდო ძალადობის შესახებ TV მონიტორინგმა სიუჟეტი მოამზადა – როგორც მედიაში აღნიშნავენ, ბავშვები დაწესებულების პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.

წყარო – “ფორმულა”

იტვირთბა....