ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.

თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა.

ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....