პალესტინური მედიის ცნობით, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად.
როგორც ირკვევა, თავდასხმის სამიზნე ბანაკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ქალია. თუმცა, ავიაიერიშთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია ისრაელის მხარეს.