ახალი ამბები მთავარი სამართალი

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

დღეს ავერსის კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატროშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მისი 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურის მტკიცებით, მან მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი, რის გამოც პატიმრები გაიქცნენ.

„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს

იტვირთბა....