ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მძევლების გათავისუფლების გარეშე, ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება – ნეთანიაჰუ

მძევლებს გათავისუფლებამდე, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰიუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკეთან შეხვედრაზე განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში საწვავის შეტანას.

“ისრაელი უარს ამბობს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოიცავს ჩვენი მძევლების გათავისუფლებას. ისრაელი არ დაუშვებს საწვავის შესვლას ღაზაში და შეეწინააღმდეგება ფულის გაგზავნას“ – ამბობს ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე.
ისრაელის პრემიერი ამ ომში გამარჯვების პირობას დებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით გამარჯვებამდე, რაც ნიშნავს “ჰამასის განადგურებას და მძევლების დაბრუნებას, ჩვენი მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხოების აღდგენას.” – ამბობს ნეთანიაჰუ.

“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადების პასუხად, ნეთანიაჰუ აფრთხილებს ისრაელის „ჩრდილოელ მტრებს“, არ დაუშვან ომის ესკალაცია -”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძვირად დაგიჯდებათ ეს.”

ბლინკენის ვიზიტთან დაკავშირებით კი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰამასის სისასტიკეების ამსახველი კადრები აჩვენა.

იტვირთბა....