ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარტიას ხლეჩს მერაბიშვილი და კეზერაშვილი… ყველა დიდ ქალაქში იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას – მელია

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ თუკი ვინმე პარტიას ხლეჩს, ეს მერაბიშვილი და კეზერაშვილია:

თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი. 300 ადამიანი შეიკრიბნენ უჩუმრად და პარტიიდან გარიცხეს ხალხი. ივანიშვილის არაფორმალურ რეჟიმს ვებრძვით, მე არასოდეს არ ავიტან არც ერთ ფორმატში, არც ერთ პლატფორმაზე, ანალოგიურ არაფორმალურ მმართველობას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა. ყველა დიდ ქალაქში იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას ” ამბობს მელია “მთავარ არხთან”

იტვირთბა....