ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“ – საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა ევროკომისიის პრეზიდენტს

ქალმა ოპოზიციონერებმა ევროკომისიას საგანგებო ბრიფინგით მიმართეს.

ისინი ევკორომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში შემავალი, ასევე დამოუკიდებელი წევრები ერთობლივ მიმართვას ვუგზავნით ევროკომისიის პრეზიდენტს იმისთვის, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს. მოცემულ ვითარებაში, როცა ქართველი ხალხის 90 პროცენტი მხარს ჭერს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია ევროპა, მიგვაჩნია, ამ ერთობლივი მიმართვით გავაძლიეროთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მოსახლეობის, რათა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ჭრილში მიიღოს კანდიდატის სტატუსი,“ – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

კომენტარი გააკეთა ასევე „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

„ჩვენი გზავნილი მარტივია, საქართველოს ჰყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მაგრამ ყველა ხელისუფლება, მათ შორის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც მართავს დღეს საქართველოს არის დროებითი, მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.

ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ორი მთავარი გზავნილით “ლელოსგან” – ერთი ეს არის, რომ არ შესრულდეს რუსეთის დავალება და რუსეთის მოთხოვნის შესრულების მიუხედავად მიეცეს შანსი ქართველ ხალხს, გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და დაპირება მიიღოს კანდიდატის სტატუსის სახით და იმ ქვეყნის მოქალაქე იქნება, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ამასთან ერთად, დღეს რაც გვჭირდება ეს არის დახმარება ევროპელი მეგობრებისგან, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი და ამით დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვაქციოთ რეალურ შანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

იტვირთბა....