უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს, რუსეთზე მომუშავე სუბიექტების დასანქცირების გამო, მადლობა გადაუხადა.
„რუსული და არამხოლოდ რუსული სუბიექტები, რომლებიც აგრესიაზე მუშაობენ, ახლა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. სანქციების ძალა – მსოფლიოს ძალაა. ამ მიზნით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. გაერთიანებული მსოფლიო მხოლოდ უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.