ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში ჩაფრინდა.
საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი საომარი მოქმედებების ზონაში კონკრეტული მისიით მიდის. ბლინკენის მიზანია, დაარწმუნოს ნეთანიაჰუ, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.
ამ ზომამდე ამერიკა მას შემდეგ მივიდა, რაც ღაზადან სულ უფრო მძიმე გზავნილები გავრცელდა.