ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ყოველთვის იქნება საცურაო აუზი” – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

“ლაგუნა ვერეს ტერიტორიის რეაბილიტაცია არის განსაზღვრული და იქ ყოველთვის იქნება საცურაო აუზი” – ამის შესახებ გამოცემა Bm.ge-სთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საუბრობს.

„როცა საუბარია, რომ ობიექტი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და მუნიციპალიტეტმა უნდა გააკეთოს რეაბილიტაცია, იმ წუთშივე ხდება ოპონირება, რომ მესაკუთრემ გადმოსცა და ახლა მუნიციპალიტეტმა უნდა დახარჯოს მილიონები. როცა საუბარია, რომ მესაკუთრე თვითონ მოახდენს ამის რეაბილიტაციას, საუბარია, რომ აი, მესაკუთრემ არ გადმოსცა მუნიციპალიტეტს. ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგია“ – ამბობს ტყემალაძე.

იტვირთბა....