ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს” – NGO-ების მიმართვა ევროკომისიას

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მიმართვა ევროკომისიას. საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე, არასამთავრობო სექტორი ევროკავშირს მოუწოდებს, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ქვეყანას სტატუსი მიანიჭოს.

ერთობლივი განცხადების ადრესატი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაინის უწყებაა, რომელსაც ხელმომწერები მოუწოდებენ, დადებითი რეკომენდაცია გასცეს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

იტვირთბა....