ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ მგონია, ნიკა მელია ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, საიდანაც არ გადის” – მაჭარაშვილი

არ მგონია, ნიკა მელია ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, საიდანაც არ გადის – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ნიკა მელია რეალობას საუბრობს, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა და თან რამდენიმე, მაინც არ მგონია, რომ ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, რომლის თავმჯდომარეც იყო, საიდანაც არ გადის და თან ამბობს, რომ მიუღებელია მისი იქ ყოფნა, სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან. ამ დროს პარტიას არ ტოვებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ღირსება არ გაქვს. ეშინია, რომ პარტიის მფარველობა აღარ ექნება. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, არანაირი დისკომფორტი არ გვექნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

იტვირთბა....