ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმ ხალხის მიზანი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა გვარამია, იყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში” – პაპუაშვილი

იმ ხალხის მიზანი, ვინც ზეწოლას ახდენდა სალომე ზურაბიშვილზე, რომ შეეწყალებინა გვარამია, იყო მეტი რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკაში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“ვხედავთ, რომ ამას აღწევენ. ასე ,რომ შეგიძლიათ ნახოთ, ვისი განცხადებები იყო, ჩამოწეროთ იმ უცხოელი აქტორების სია, რომლებიც მაშინ ზეწოლას ახდენდნენ სალომე ზურაბიშვილზე და რადიკალიზმი თავის პიკში რომ მივა, იმ აქტორებს ჰკითხეთ, როგორ მოეწონათ მათი ინიციატივით დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკა. ეს იყო მცდელობა, რომ მეტი რადიკალიზმი შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....