სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნისა და ანდრეი ერმაკის შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ“ – განაცხადა ზახაროვამ.