ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია” – ბოკუჩავა

ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ ამ ისტორიულ მომენტში მეტი გონიერება გვქონდეს თუნდაც ერთმანეთის კრიტიკისას. ხატია დეკანოიძეს ცოტა ხნის წინ ამ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მისგან ძალიან უცნაურია ბრალდებების გახმოვანება“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“ – დაწერა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....