ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე უნდა აქტიურობდეს, პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც პარლამენტში არ დადის” – დეკანოიძე

“პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე უნდა აქტიურობდეს, პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც პარლამენტში არ დადის” – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“უმრავლესობა პარლამენტში არ დადის. ვინც არ დადის, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინ და გუშინწინ მძიმე შეურაცხყოფების ფონზე სამი-ოთხი ადამიანი ვიყავით. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა და დატოვების მიმართულებით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე უნდა აქტიურობდეს. პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც არ დადის. როცა ცოტა ვართ თავს გვესხმიან, მძიმე სურათია ბევრი რომ ვიყოთ, სხვა სიტუაცია იქნება” – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....