უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ინფორმაცია „ინტერფაქს – უკრაინას“ თავად არესტოვიჩმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კენჭისყრის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.