თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ისინი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
შეგახსენებთ, გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ენმ-ს პარტიის წევრებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი, პარტიის წევრები – ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე – დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. 24 სექტემბერს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

