ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ის დახმარება ისრაელსა და უკრაინას – ბოლო ცნობები

ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ფინანსურ დახმარებას მხოლოდ ისრაელისთვის ითვალისწინებს. ეს წინადადება რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას 30 ოქტომბერს წარუდგინეს, რის პასუხადაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის, არამედ შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხიცაა.

საინტერესოა, რომ რესპუბლიკელთა ინიციატივას არა მხოლოდ დემოკრატიულ პარტიაში, არამედ თავად რესპუბლიკელთა შორისაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ პრეზიდენტის ვეტომდე საქმე არ მივა.

იტვირთბა....