ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს” – ბორელი

“მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს.

“რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია – 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.

მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.

ჩვენი დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა”, – დაწერა ბორელმა. 

 

იტვირთბა....