ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოახერხეს კლინიკა „ავერსიდან“ პატიმრებმა გაქცევა

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, როგორ მოახერხეს კლინიკა „ავერსიდან“ პატიმრებმა გაქცევა.

ზაზა ზარანდიას თქმით, დასაზუსტებელია, იყო თუ არა ეს დანაშაულთა ერთობლიობა.

“ვიწყებთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მე ვერაფერს გეტყვით, ვიდრე რაღაც ინფორმაცია არ მექნება” – განაცხადა ზარანდიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნაპოვნი არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, პასუხობს, რომ ვერაფერს იტყვის.

“ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ, გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა” – განაცხადა ზაზა ზარანდიამ.

იტვირთბა....