ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ნიდერლანდებში EU-ს სანქციების დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს“

ნიდერლანდების სასამართლომ ევროკავშირის მიერ უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის კომპანიას კი 200 000 ევროს ჯარიმა დააკისრა.

როტერდამის რაიონული სასამართლოს ცნობით, კაცი ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით, რუსულ კომპანიებს ორმაგი დანიშნულების საქონელს უგზავნიდა. ამისთვის ის ყალბ ინვოისებსა და პროდუქციის საბოლოო მომხმარებლის შესახებ ცრუ ინფორმაციას იყენებდა.

56 წლის მამაკაცი, რომელსაც პროკურორები დმიტრი კ.-ს სახელით მოიხსენიებენ, დაუსწრებლად გაასამართლეს. მამაკაცი გასულ წელს, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რუსეთში გაიქცა.

იტვირთბა....