ახალი ამბები მთავარი სამართალი

დმანისის ყოფილი მერის მიმართ გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

დმანისის ყოფილი მერის გიორგი ტატუაშვილის მიმართ გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაა-ტარებას გულისხმობს.

დღეს, 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მანქანას ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო – „ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....