ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება, არანაირი „ნაცრისფერი ზონა“ – ზელენსკი

ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება, არანაირი „ნაცრისფერი ზონა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“. ჩვენს პოლიტიკურ თაობას შეუძლია ამის უზრუნველყოფა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ ასეთ განსაკუთრებულ მომენტს. ევროპას სჭირდება ევროკავშირი. დაე, უკრაინული ოპტიმიზმი ევროკავშირთან მიმართებაში ემსახურებოდეს უფრო სტაბილურ მომავალს მთელი ევროპისთვის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიმდინარე წელს მივაღწიოთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....